,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №38-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.155.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111021006, 26/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №49

2011 წლის 20 ოქტომბერი

ქ. წალკა

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №38-ე დადგენილებაში (სსმ, 16.08.2011)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  თანდართული დანართის მიხედვით.“.

3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია  „მკაცრი აღრიცხვის  ფორმების შესახებ“  საქართველოს  კანონის, „მშენებლობის ნებართვის  გაცემის  წესისა და  სანებართვო  პირობების  შესახებ“   საქართველოს მთავრობის  2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში– დადგენილება) და  ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2005 წლის  2 აგვისტოს  №669 ბრძანების (შემდგომში– ბრძანება) საფუძველზე.

    მუხლი  2

1. პოლიგრაფიული  საწარმო წალკის  მუნიციპალიტეტთან  დადებული  ხელშეკრულების  საფუძველზე  ახდენს  მკაცრი აღრიცხვის  ფორმის –  მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის სტამბური წესით  ბეჭდვას  (შესაბამისი  დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. პოლიგრაფიული  საწარმოს  მიერ სტამბური წესით  დაბეჭდილი  ფორმის– მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის ჩაბარების  უფლება აქვს  საამისო  მინდობილობით აღჭურვილ პირს.

3. მშენებლობის სანებართვო მოწმობის  ფორმებს  მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი  პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე  პირთაგან  სათანადოდ  დაცულ  სათავსში.

    მუხლი 3

1.  წალკის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობისა და  არქიტექტურის  სამსახურის უფროსი,  დადგენილების  შესაბამისად, ავსებს მშენებლობის სანებართვო მოწმობის  ფორმას  და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, შევსებულ ფორმას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე  პასუხისმგებელი  პირის მიერ, მშენებლობის  სანებართვო მოწმობის  ფორმის  შემოსავლისა  და გასავლის  ჟურნალში  შესაბამისი  აღნიშვნისა და ხელმოწერების შემდეგ.

    მუხლი 4

1. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის  მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა  ხორციელდება  ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად; მშენებლობის სანებართვო მოწმობის  ფორმის  მიღებისა და გაცემის  რაოდენობრივი  აღრიცხვა წარმოებს  მკაცრი  აღრიცხვის  დოკუმენტების  შემოსავლისა და გასავლის  ჟურნალში.

2. მშენებლობის  სანებართვო მოწმობის  ფორმის შემოსავლისა და გასავლის  ჟურნალი  უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი  და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. მშენებლობის სანებართვო მოწმობის  გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები  ბარდება მათ  მიღება-ჩაბარებაზე  პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც  ჟურნალში  კეთდება  სათანადო ჩანაწერი.

4. მშენებლობის სანებართვო მოწმობის  ფორმის  გაფუჭებისა ან/და  დაზიანების   შემთხვევაში  შესაბამისი პირი  სანებართვო მოწმობის  ფორმას  თან  ურთავს  ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზედაც  დგება სათ ა ნადო აქტი.

5. გამოსაყენებლად უვარგისი  სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების  დროს  დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

6. გამოსაყენებლად უვარგისი  ფორმების უტილიზაცია  ხორციელდება  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5

„მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბრძანებისა და წინამდებარე წესის   დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        დ. მაჩიტიძე