„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.169.016403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2018 წლის 25 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018 სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.169.016386) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში 250000 ლარის ოდენობით“.

„ზ ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში – 4000 ლარისოდენობით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 3

მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლი.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, რომელსაც ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე

დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი.“

 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

  „დანართი 5

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულება

 

  ქ. დედოფლისწყარო -------- 201 წ.

 

ჩვენ, ერთი მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“ (შემდგომში – მომსახურების გამწევი) და მეორე მხრივ ------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------,

-----------------------------------------------------------------.

(ობიექტის დასახელება/საიდენტ. კოდის №/მისი მესაკუთრე/ მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი)

----------------------------------------------------------------------------------- ---------------------------

             /გვარი,სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი/

 

შემდგომში „ობიექტად“ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1 ხელშეკრულების საგანი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

მუხლი 2. მხარეთა უფლება- მოვალეობები

1. ხელშეკრულების 1-ლ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“.

2. მომსახურების გამწევმა ობიექტიდან ნაგვის გატანა მოახდინოს ----------------------------

                                                                                                     /მიეთითოს რა ინტენსივობით თვეში ან დღეების მითითებით/

3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მომსახურების გამწევს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).

4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.

5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.

6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს მომსახურების გამწევისაგან.

7. ამ მუხლისმე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მომსახურების გამწევს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების, ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.

8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მომსახურების გამწევს მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.

მუხლი 3. ანგარიშსწორების პირობები

1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე შეადგენს ............................. ლარს.

2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვრების ნორმის ერთეული დადგენილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ----------------------- №--- დადგენილებით და განისაზღვრება ------------------------------------------/ ზომის ერთეული / -----------------------------

3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ---------------- ლარით. იგი არის ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ნამრავლი.

4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.

მუხლი 4. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმონ ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.

3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.

მუხლი 5. დავები და მათი გადაწყვეტის წესი

1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. ფორსმაჟორი

1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.

2. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.

მუხლი 7. სხვა პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. არცერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.

2. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით.

3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება.

მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები

 

მომსახურების გამწევი -------------------------------------

 

ობიექტი -------------------------------------------------------“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი