1. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა