1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. ოქმში დაუშვებელია ტექსტის გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო ძველი დაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.
2. ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ – სახელი, მამის სახელი, გვარი, მისამართი, აბონენტის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელი, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი, საგადასახადოსაიდენტიფიკაციო ნომერი (სსნ), აბონენტის ნომერი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს მისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი დამრღვევ პირს გადაეცემა პირადად ან გაეგზავნება დაზღვეული ფოსტით, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მე-2 ეგზემპლარი რჩება საწარმოს
მუხლი 6. ოქმის შევსება და წარმოება
თავი II — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
- მუხლი 5. ოქმის შევსება და მისი შინაარსი
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება
- მუხლი 4. ოქმის შევსება და წარმოება
- მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
- მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმისწარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 სექტემბრიდან
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საწარმოს ვალდებულებები
- მუხლი 4. ოქმის შედგენის საფუძველი
- მუხლი 5. ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 7. დამატებითი მტკიცებულებები
- მუხლი 8. ოქმის რეგისტრაცია
- მუხლი 9. ადმინისტრაციული სახდელის დადება
- მუხლი 11. გასაჩივრების წესი
- მუხლი 12. დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულების წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025. გამოქვეყნება: სსმ, 99, 13/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №14, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.014987 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020932/muxli-6-2/