1. ფიზიკური პირისთვის დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, საწარმო დამოუკიდებლად ახორციელებს დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულებას.
2. საწარმო ვალდებულია დაჯარიმებულ ფიზიკურ პირს შეუწყვიტოს მომსახურება, ამ უკანასკნელისმიერ ჯარიმის გადახდამდე. ფიზიკურ პირს უნდა განემარტოს, თუ როგორ და სად შეიძლება ჯარიმის გადახდა.
3. დაჯარიმებულ ფიზიკურ პირს, დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლიდან უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად.
4. ფიზიკურ პირს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის საწარმოში წარდგენის შემდეგ უნდა აღუდგეს მომსახურება არა უგვიანეს მეორე დღისა, თუ პირს არ გააჩნია საწარმოს მიმართ სხვა დავალიანება.
5. დაჯარიმებული პირის მიერ დაჯარიმებიდან 3 თვის შემდეგ, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების შეუძლებლობების შემთხვევაში დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.