1. ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას საწარმოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქმის განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალ-დარღვევის ჩამდენს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში საწარმოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს და საქმის განხილვის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადებისშესახებ დადგენილება
, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს
.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი გარემოება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების დღიდან 1 წლის განმავლობაში ხელმეორედ გამოვლინდა ადმინისტრაციული დარღვევა. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პირის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება.
5. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
6. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ან გაეგზავნოს დაზღვეული ფოსტით პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება
მუხლი 9. ადმინისტრაციული სახდელის დადება
თავი III — ადმინისტრაციული სახდელის დადების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 წლის განმავლობაში
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საწარმოს ვალდებულებები
- მუხლი 4. ოქმის შედგენის საფუძველი
- მუხლი 5. ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 6. ოქმის შევსება და წარმოება
- მუხლი 7. დამატებითი მტკიცებულებები
- მუხლი 8. ოქმის რეგისტრაცია
- მუხლი 11. გასაჩივრების წესი
- მუხლი 12. დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულების წესი
- მუხლი 13. ოქმების მომარაგება, გადაცემა და დაბრუნება
- მუხლი 14. ოქმის ფორმა და მისი აღწერილობა
- მუხლი 16. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025. გამოქვეყნება: სსმ, 99, 13/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №14, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.014987 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020932/muxli-9/