1.  ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებით.
2.  ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სათანადო ბრძანების გამოცემით, ან შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) გაცემით, რომელიც დამტკიცებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის ხელმოწერით.
3.  ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება უნდა განხორციელდეს შეზღუდული ვადით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
4.  დაუშვებელია ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება განუსაზღვრელ პირთა ჯგუფისათვის