1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961
და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. საწარმო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმი/ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესების საფუძველზე.
3.  ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც მონაწილეობს ადმინისტრაციული სახდელის დადებაში