1.  ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო – ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიანტი, აგრეთვე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია;
ბ) რეგისტრაციის ჟურნალი – საწარმოში არსებული რეესტრის ფორმა, რომელშიც აისახება სრული ინფორმაცია ოქმების შედგენასთან დაკავშირებით, მათ შორის, გაფრთხილებულ პირთა მონაცემები, დაჯარიმებულ პირთა მონაცემები, ოქმების და დადგენილებების მონაცემები;
გ) აღრიცხვის ჟურნალი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი;
დ) დადგენილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოცემული დადგენილება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დადგენილება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემის წესი, ისევე როგორც მისი რეკვიზიტები, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2.  ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით