1. საწარმო ვალდებულია, ამ წესების თანახმად, აწარმოოს აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც უნდა აიკინძოს, გადაინომროს და დადასტურდეს საწარმოს ხელმძღვანელის ხელმოწერით. საწარმო ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში უმოკლეს ვადაში წარადგინოს მისი დამოწმებული ასლი კომისიაში.
2. საწარმოს მიერ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით პირის დაჯარიმების შემთხვევაში, პირს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საწარმო ვალდებულია, წერილობით წარუდგინოს კომისიას იმ პირის/პირების ნუსხა, რომელთაც გააჩნიათ ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება, აგრეთვე იმ ბრძანების ასლი, რომლის საფუძველზეც მოხდა ამ პირის/პირების უფლებამოსილების განსაზღვრა.
4. საწარმო ვალდებულია, შეინახოს ყველა გამოყენებული, გაუქმებული და გამოუყენებელი ოქმები და დადგენილებები, არანაკლებ 3 წლის ვადით.
5. საწარმო ვალდებულია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას და დადგენილების გამოტანისას, გაითვალისწინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
მუხლი 3. საწარმოს ვალდებულებები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961
- მუხლი 6. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961
- მუხლი 7. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებ
- მუხლი 8. დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 სექტემბრიდან
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ოქმის შედგენის საფუძველი
- მუხლი 5. ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება
- მუხლი 6. ოქმის შევსება და წარმოება
- მუხლი 7. დამატებითი მტკიცებულებები
- მუხლი 8. ოქმის რეგისტრაცია
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025. გამოქვეყნება: სსმ, 99, 13/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №14, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.014987 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020932/muxli-3-2/