1.  უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი, შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იყოს აღრიცხვისა და რეგისტრაციის ჟურნალებში.
2   აღრიცხვის ჟურნალის წარმოებისა და დალუქვის წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. ამასთან, აღრიცხვისა და რეგისტრაციის ჟურნალების წარმოების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთი სახის პროცედურებს, რომ გამორიცხული იყოს მათში შეტანილი მონაცემების თვითნებური ცვლილება. რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ინფორმაცია თავმოყრილ უნდა იქნეს საწარმოს ცენტრალურ ოფისში ელექტრონული სახით.
3.  რეგისტრაციის ჟურნალში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, მამის სახელი, გვარი, მისამართი და აბონენტის ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში, სახელი, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი, საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი (სსნ) და აბონენტის ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი, შედგენის თარიღი, მიზეზი და ადგილი, ასევე შემდგენის სახელი, მამის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და რწმუნებულების ნომერი;
გ) დადგენილების ნომერი, თარიღი და გამომცემი პირის სახელი და გვარი.