1. ოქმის ფორმა უნდა აკმაყოფილდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ” პუნქტით განსაზღვრულ      პირობებს;
ბ) ოქმზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამკვეთისა და დამამზადებლის სახელი ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა), სერია, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს”;
გ) ოქმის ფორმა უნდა დამზადდეს ა-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
დ) მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით