1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გადაცემიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში
– საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ამასთან, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში და ამ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია თავის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსასრულებლად გადაუგზავნის შესაბამის სააღსრულებო ბიუროს დამრღვევის საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართის მიხედვით.
ლიცენზიის მფლობელებს, ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესე