1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141, 142, 1441-1449 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე ამ წესების მე-3 დანართით განსაზღვრული ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:
ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;
თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ:
„პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
“;
კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი შემდგენელი უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება კომისიის წევრებ