1. ამ თავით გათვალისწინებული ყოველგვარი შეტყობინება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ თავისი თანამშრომლის ან სპეციალურად საამისოდ დაქირავებული პირის მეშვეობით პირადად უნდა გადასცეს შესაბამის პირს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში
– მის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე სხვა სრულწლოვან პირს, რაზეც უნდა გაფორმდეს გადაცემის აქტი (დანართი 4) ან გაუგზავნოს რეგისტირებული საფოსტო გზავნილით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კომისიამ უნდა გადასცეს პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს მისი თხოვნით, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.
3. გადაცემის აქტში უნდა აღინიშნოს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემის დრო და ადგილი;
ბ) გადაცემული დოკუმენტის დასახელება;
გ) მიმღები პირის სახელი და გვარი;
დ) ნებისმიერი სხვა ჩანაწერი, თუ ამას მოითხოვს მიმღები პირი ან საჭიროდ ჩათვლის გადამცემი პირი;
ე) გადამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა (უფლებამოსილება);
ვ) გადამცემისა და მიმღების ხელმოწერებ