1. განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას.

2. კომისია მხარეებს ატყობინებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ.

3. მხარეებმა სადა
ვო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად. შეგებებული განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ წესების 44-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახე