ევის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვ
ევის საქმის განხილვის კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს შემდეგი:
ა) სხდომის თარიღი და ადგილი;
ბ) კომისიის სრული დასახელება და შემადგენლობა;
გ) განსახილველი საქმის შინაარსი;
დ) ინფორმაცია საქმეში მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;
ე) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი განხილვის შედეგები;
ვ) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;
ზ) ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების გადაწყვეტილების საჯაროდ წაკითხვისა და გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.
2. საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები შეიძლება დაფიქსირებულ იქნეს ვიდეო ან აუდიო, ან სხვაგვარი ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით, მაგრამ სხდომის ოქმში მაინც კეთდება ჩანაწერი ახსნა-განმარტებათა შინაარსის შესახებ.
3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივან