1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მფლობელს ეკრძალება:
ა) ეთერში მუშაობა სათანადო ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე;
ბ) ნებადაურთველი ტიპის გამოსხივებით მუშაობა;
გ) რადიოკავშირის დასაწყისსა და დასასრულს სახმობი სიგნალების გადაცემის გარეშე მუშაობა;
დ) თვითნებური არარეგისტრირებული სახმობების გამოყენება;
ე) სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში ან ლიცენზიაში აღნიშნული სიხშირის (სიხშირეთა ზოლების) შეცვლა, რადიოსადგურის გადამცემის სიმძლავრის და მიწის ზედაპირიდან ანტენის განთავსების სიმაღლის გაზრდა, ანტენის გასხივების დიაგრამის ცვლილება.
2. ყოველ მოქმედ რადიოსადგურში უნდა ინახებოდეს კომისიის მიერ გაცემული ექსპლუატაციის ან გამოყენების ნებართვა. მოძრავი რადიოსადგურის ექსპლუატაციის ან გამოყენების ნებართვა უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან