1. კომისიის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კომისიაში შესული საჩივრის, საგაზეთო პუბლიკაციის ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი ატარებს შემოწმებას.
2. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისიის მიერ მიიღება გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე და ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები).
3. შემოწმების ჩატარებამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მისი განთავსების ადგილას, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა თანამშრომლებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.
4. შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შედგეს შემოწმების აქტი ამ წესების მე-2 დანართით გათვალისწინებული ფორმით. შემოწმების აქტში უნდა შევიდეს შემდეგი მონაცემები:
ა) შემოწმების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) შემოწმების ჩატარების საფუძველი;
გ) შესამოწმებელი პირის მხრიდან ვინ ესწრებოდა შემოწმებას;
დ) შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი შემოწმდა
; ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი თან უნდა დაერთოს აქტს;
ე) შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები;
ვ) მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა, ხოლო მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს;
ზ) შემმოწმებელი პირის კომენტარები, მათი არსებობის შემთხვევაში;
თ) შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი, თუ ამის მოთხოვნა არსებობს;
ი) შემმოწმებელი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები.
5. თუ უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ადგილი აქვს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაშინ იგი შემოწმების აქტის საფუძველზე შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის შესახებ, უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციულ ოქმს.
6. თუ უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მან შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვი