1. სიხშირის მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის ხდება სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ წესების 21-ე მუხლის "ა-გ" პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე:
ა) სიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს სიხშირის მაძიებელი;
ბ) სიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
გ) სამოქმედო ზონა;
დ) მონაცემები განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;
ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;
ვ) სავარაუდო მუშა სიხშირე, სიხშირული ზოლი;
ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;
თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;
ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები;
კ) ანტენის განთავსების სიმაღლე.
2. სიხშირის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
3. თუ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენება მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ნორმები.
4. სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) სიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ბ) სიხშირული თავისუფალი რესურსის არარსებობა;
გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.
5. სიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით.
6. კომისიის გადაწყვეტილება სიხშირის მინიჭების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ამ წესების მე-11 მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს;
ბ) ნებართვის მოქმედების ვადას;
გ) ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს.
7. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით.
8. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების გაუქმების საფუძველია:
ა) სიხშირის მფლობელის განცხადება;
ბ) სიხშირის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);
გ) სიხშირის მფლობელის მიერ სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;
ვ) სიხშირის მფლობელის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.
9. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად ჩერდება ან უქმდება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.
10. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭება მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
- მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
- მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა
- მუხლი 31. პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების რეგისტრაცია, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე
- მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი
- მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციის და გამოყენების წესი
- მუხლი 35. ზოგადი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 29, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-29/