1. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ამ წესების მე-11 მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს;
ბ) ნებართვის მოქმედების ვადას;
გ) ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს;
დ) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვაში უნდა მიეთითოს სახმობი, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტით გამოყოფილი სიხშირის ზოლები და გასხივების სახეები კვალიფიკაციის შესაბამისად;
ე) საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვაში მითითებული უნდა იყოს სახმობი და ამოცნობის ნიშნები.
2. სანებართვო მოწმობას წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. კომისიის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა
- მუხლი 20. ნებართვების სახეები
- მუხლი 21. ნებართვის მიღების საფუძველი
- მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
- მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 24, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-24/