1. ნებართვის მიღება ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) ფიზიკური პირისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ბ) იურიდიული პირისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
გ) იმ პირის, დაწესებულების ან ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე – დასახელება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
დ) მოთხოვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ნებართვის სახეს, რომლის მიღებასაც მოითხოვს ნებართვის მაძიებელი და ნებართვის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრულ აღწერილობას, ტექნიკური პარამეტრების მითითებით.
2. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები და რომელთა გამოყენების უფლება ნებართვის მაძიებელს მინიჭებული აქვს ლიცენზიით ან ლიზენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით.
3. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: შემოტანის მიზანი, რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი, რაოდენობა სახეობების მიხედვით (სტაციონალური, მობილური, სატარებელი და სხვა), სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები და ანგარიშფაქტურის ან ზედდებულის თაობაზე მონაცემები.
4. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს: რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპი, რაოდენობა სახეობების მიხედვით (სტაციონალური, მობილური, სატარებელი და სხვა), სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს აღნიშნული საშუალებები.
5. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს ნუმერაციის რესურსი, რომლის მიღებასაც მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
6. სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაში დამატებით მითითებული უნდა იყოს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია.
7. ნებართვის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ – დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
8. სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად საჭირო კვალიფიკაციას ტესტირების მეშვეობით ამოწმებს კომისია.
9. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ მის მიერ გამოყენებული რადიოელექტრონული საშუალება და მაღალსიხშირული მოწყობილობა შეესაბამება "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და საზიანო არ იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 21. ნებართვის მიღების საფუძველი
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. კომისიის ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა
- მუხლი 16. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 17. კომისიის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
- მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალობა
- მუხლი 20. ნებართვების სახეები
- მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
- მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 21, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-21/