1. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის გვერდზე.
2. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს. კომისიის დახურული სხდომის ოქმი საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდგომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
3. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება ქვეყნდება "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერების, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში