1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია ხდება მესაკუთრის ან მფლობელის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) ფიზიკური პირისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ბ) იურიდიული პირისთვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
გ) იმ პირის, დაწესებულების ან ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე – დასახელება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
დ) მოთხოვნა, რომელშიც უნდა მიეთითოს: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალების ტიპი, სახეობა (სტაციონარული, მობილური, სატარებელი და სხვა) და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები, სამოქმედო ზონა, სახმობი, მინიჭებული სიხშირული დიაპაზონი; დაკავებული ზოლი, გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე, ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა, ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები, ანტენის განთავსების სიმაღლე.
2. ამ წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად ნებართვის გაცემასთან ერთად კომისია ახდენს გამოსაყენებელი რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციას
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 28. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების კომისიაში რეგისტრაცია
თავი V — ნებართვების გაცემის, რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეგისტრაციაში გატარების წესისა და პირობების შესახებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1443. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის, უცხო ქვეყნიდან შემოტანისა და რეალიზაციის წესების დარღვევა
- მუხლი 1444. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ნებართვის მიღების საფუძველი
- მუხლი 23. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 24. კომისიის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ
- მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის ან ოპერატორის მიერ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის მიღების წესი
- მუხლი 26. ნებართვის მოქმედების ვადა
- მუხლი 27. ნებართვის შეჩერება და გაუქმება
- მუხლი 29. სიხშირეების მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის
- მუხლი 30. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა
- მუხლი 31. პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების რეგისტრაცია, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე
- მუხლი 32. უწყებრივი რეესტრი
- მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციის და გამოყენების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 28, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-28/