1. სადავო საკითხების განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ
, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად კომისიას შეუძლია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
3. კომისია სადავო საკითხებს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სადავო საკითხის განხილვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზ