1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც მისი შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად და მასში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს ოქმში მიუთითოს შენიშვნების შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაცდიული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში.
6. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმ