საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე, ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, შენახვის, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2025 წლის 27 ივნისი ქ. ბათუმი |
|
2. მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები).
2. ოქმის ფორმა მზადდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
2. ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება სამმართველოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმის ფორმები სამსახურის უფლებამოსილ პირებზე გაიცემა მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ოქმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად და მასში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს ოქმში მიუთითოს შენიშვნების შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაცდიული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში.
6. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი წარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის.
3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის“ დირექტორის ხელმოწერით და სამსახურის გერბიანი ბეჭდით.
4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში. ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
6. კალენდარული წლის ბოლოს, ადმინისტრაციული სამართალდარღღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
7. ჟურნალი ინახება ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში“ და შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
8. ჟურნალის პირობების შენახვა უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
9. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო.
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
აო №000000
(ოქმის შედგენის ადგილი)
----- --------------------- 20-- წ. სთ ------- წ.--------
(ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის დრო)
ა(ა)იპ − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს __________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:______________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი):
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______________________________________________
________________________________________________________________________
(მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
სამართალდამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
მოწმე (თუ არის): 1.____________________________________________________
__________________________________ /_________________/
2.____________________________________________________
__________________________________ /_________________/
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დაზარალებული (თუ არის): 1.________________________________________________
____________________________ /_________________/
2._________________________________________________
____________________________ /_________________/
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:
__________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო ოქმზე თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
ოქმის შემდგენელი: __________________________________ /_____________________/
(სახელი, გვარი, ხელმოწერა) (თარიღი)
სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ: ____________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ________________________________ /______________________/
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
ჩავიბარე ოქმი: __________________________________________________________________________
|(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
შენიშვნა: სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს მიუთითოს შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დამამზადებელი:
დამკვეთი: ა(ა)იპ − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო
სემგს-ს რეგისტრაციის №_____
|
ა ქ ტ ი №
„___“ „___________“ 20___ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სამსახურის უფროსი: ----------------------- ----------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------- ------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |