მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“ .
2. მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე, ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, შენახვის, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №09, 27.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6545705/muxli-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია