1. ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენისას სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე – აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში, ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) გადაეცემა ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.
5. შედგენილი ოქმის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.
6. შედგენილი ოქმი განსახილველად დაუყოვნებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 5. ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებზე, ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, შენახვის, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხა-ანგარიშგების
წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 4. ოქმის შევსება და წარმოება— „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“
მუხლი 4. ოქმების შევსება და წარმოება— ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი აღრიცხვის ჟურნალის, წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №32, 31.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.027.009.886 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68860/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია