1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესადგენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ფორმას, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ოქმის წარმოებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.

4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობი