1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი