1. დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს A5 ფორმატის ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის ერთფურცლიან მოწმობას.
2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება ცარცის 300 გრ/მ2 ქაღალდზე.
3. დადასტურების სერტიფიკატი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ბოჭკოებით;
გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბსა და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;
დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს;
ე) ჰოლოგრამულ დამცავ ნიშანს, რომელიც დაიტანება სერტიფიკატის გაცემის დროს და შეიცავს სერტიფიკატის ექსკლუზიურ ნომერ