1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.

2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი:

ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად სიტყვები - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები – „Maritime Transport Agency“.

ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.

გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომრის ულტრაიისფერი გამოსახულება.

3. სხვა სერტიფიკატის ფოტოსურათიანი მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:

ა) ულტრაიისფერი მელნით დატანილი ტალღისებრი ხაზები;

ბ) ჰოლოგრამული მწკრივი ვარსკვლავების გამოსახულებით;

გ) მიკროტექსტური წარწერა;

დ) გილიოშური მრავალტონალური ილუსტრირება;

ე) კინეტიკური პალიტრა;

ვ) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;

ზ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.

4. სხვა სერტიფიკატის მე-2 გვერდი დაფარულია ჩვეულებრივი ლამინირებით.

5. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმი