1. კვალიფიკაციის სერტიფიკატის წინა გვერდზე დაიტანება:
ა) მითითება კვალიფიკაციის სერტიფიკატის თაობაზე;
ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი;
ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;
თ) სააგენტოს სრული დასახელება;
ი) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ბიომეტრული ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სსიპ ‘’საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის უკანა გვერდზე დაიტანება:
ა) სიტყვები ‘’საქართველო’’ და სსიპ ‘’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’ სრული დასახელება;
ბ) მითითებას, რომ ‘’სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურისი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით.
3. კვალიფიკაციის ერთ სერტიფიკატში შესაძლებელია დატანილ იქნეს მეზღვაურის კვალიფიკაციის თაობაზე რამდენიმე მონაცემი.
4. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისა და 3 (სამი) ლათინური ანბანის კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 3 (სამი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურას, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – ტრეინინგ ცენტრის კოდს, ხოლო შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, – სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, BTB 01-000001).
6. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურა და საწვრთელი ცენტრის კოდი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
მეზღვაურთა დადასტურების სერტიფიკატის ფორმე