1. კომპეტენციის სერტიფიკატი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.
2. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ გამძლე ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალით. ყდის სისქე უნდა იყოს 280 მკრ. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.
3. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);
ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;
გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
4. კომპეტენციის სერტიფიკატის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100% მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 20 წელი.
5. კომპეტენციის სერტიფიკატის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალურიი წყლის ნიშანი.
6. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს სერტიფიკატის მეორე გვერდზე მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
7. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც, იგი უნდა იყოს;
ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;
ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან;
8. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამებოდეს ესთეტიკურ და დაცვის მოთხოვნებს. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა.) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლის ნიშანი საზღვაო თემატიკით;
ა.ა.ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი ხაოიანი ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარე მასალისაგან დამზადებული, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ახდენს ფლურესენცირებას;
ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ, გაყალბებისას ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
ა.ბ) ბეჭდვა: დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია: უხილავი ფლურესენციური ბოჭკოები, რომელთა დანახვა შესაძლებელია ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;
გ) დანომვრა:
გ.ა) დოკუმენტის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის წიგნაკის ყველა გვერდზე, გარდა ყდის შიდა პირველი გვერდისა, ასევე შიდა 1-ლი და მე-2 გვერდებისა;
გ.ბ) ყდის შიდა პირველ გვერდზე დოკუმენტის ნომერი დაიტანება ღრმა ბეჭდვის მეთოდით;
გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დამცავი ფონის განუყოფელ ნაწილს და დატანილი უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი მელნით, რომელიც იცვლის ფერს დახრის კუთხის შესაბამისად.
9. კომპეტენციის სერტიფიკატის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია კომპეტენციის სერტიფიკატში და ნაკერები დაშორებულია კომპეტენციის სერტიფიკატის კიდეებს.
10. კომპეტენციის სერტიფიკატის პირველი და მე-2 გვერდების დაცვის ნიშნების მიმართ არსებობს შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) სურათის ქვემოთ ლაზერული გრავირების მეთოდით უნდა დაიბეჭდოს მიკროტექსტის სახით მფლობელის სახელი და გვარი ინგლისურ ენაზე;
ბ) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობი