სანებართვო მოწმობის ფორმების მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმობის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი რიგითობის მიხედვით, ჟურნალის გარეკანი და ფურცლები ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც  დამოწმებული იქნება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  ბეჭდით. ჟურნალის ფორმა  განისაზღვრება დადგენილების დანართ №5-ის შესაბამისად.

სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.

დაუშვებელია გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღ