1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით
.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები