1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის  მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული სანებართვო პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება. იგივე წესი  მოქმედებს ნებართვის მფლობელის მიერ მესამე პირზე ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.

3. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით“.

4.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები“.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე გასცემს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.

6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.

7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიე