1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6916
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 261. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოორგანო. (ქ. თბილისში – მერია). 2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება