1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6293 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7061 – ვებგვერდი, 29.07.2020