ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს;

გ) ნებართვის მაძიე
ბელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3796 – ვებგვერდი, 20.12.2023