1. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218).
2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218).
3. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218).
4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.
6. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218).
7. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218).
8. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართვის საფუძველზე გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
9. ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრის გაზრდის, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შემდეგ ობიექტურ, გამჭვირვალე, სამართლებრივად დასაბუთებულ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო უსაფრთხოებასა და დაცულობაზე მისი გავლენის ჩათვლით;
ბ) საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა;
გ) გარემოს დაცვა;
დ) მიწის გამოყენება და განლაგება;
ე) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიწის გამოყენება;
ვ) ენერგოეფექტურობა;
ზ) ენერგიის პირველადი წყაროს ბუნება;
თ) არსებული ან პოტენციური ელექტროენერგიის მწარმოებლის მახასიათებლები − ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები;
ი) ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებულ ზომებთან შესაბამისობა, სადაც ეს რელევანტურია;
კ) ელექტროსადგურის სიმძლავრის წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ზრდის საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაში, რომლებიც დადგენილია ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით;
ლ) ელექტროსადგურის წვლილი გამონაბოლქვის შემცირებაში.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3218 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5647 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6916
- 20.12.2019 კანონი №5647
- 22.12.2018 კანონი №4080
- 20.07.2018 კანონი №3218
- 27.06.2018 კანონი №2628
- 05.02.2014 კანონი №1975
- 11.10.2011 კანონი №5093
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 264264. . მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი 1. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218). 2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218). 3. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218). 4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით. 5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას. 6. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218). 7. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218). 8. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართვის საფუძველზე გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 9. ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრის გაზრდის, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შემდეგ ობიექტურ, გამჭვირვალე, სამართლებრივად დასაბუთებულ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო უსაფრთხოებასა და დაცულობაზე მისი გავლენის ჩათვლით; ბ) საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა; გ) გარემოს დაცვა; დ) მიწის გამოყენება და განლაგება; ე) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიწის გამოყენება; ვ) ენერგოეფექტურობა; ზ) ენერგიის პირველადი წყაროს ბუნება; თ) არსებული ან პოტენციური ელექტროენერგიის მწარმოებლის მახასიათებლები − ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები; ი) ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებულ ზომებთან შესაბამისობა, სადაც ეს რელევანტურია; კ) ელექტროსადგურის სიმძლავრის წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ზრდის საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაში, რომლებიც დადგენილია ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით; ლ) ელექტროსადგურის წვლილი გამონაბოლქვის შემცირებაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება