„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5647-რს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.019730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 პუნქტები:

„181. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.

182. ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია.“;

გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191−193 პუნქტები:

„191. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია.

192. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირების ლიცენზია.

193. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.“.

2. 264 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრის გაზრდის, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შემდეგ ობიექტურ, გამჭვირვალე, სამართლებრივად დასაბუთებულ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

 ა) ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო უსაფრთხოებასა და დაცულობაზე მისი გავლენის ჩათვლით;

ბ) საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა;

გ) გარემოს დაცვა;

დ) მიწის გამოყენება და განლაგება;

ე) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიწის გამოყენება;

ვ) ენერგოეფექტურობა;

ზ) ენერგიის პირველადი წყაროს ბუნება;

თ) არსებული ან პოტენციური ელექტროენერგიის მწარმოებლის მახასიათებლები − ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები;

ი) ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებულ ზომებთან შესაბამისობა, სადაც ეს რელევანტურია;

კ) ელექტროსადგურის სიმძლავრის წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ზრდის საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაში, რომლებიც დადგენილია ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით;

ლ) ელექტროსადგურის წვლილი გამონაბოლქვის შემცირებაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5647-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2019.
როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5647-რს. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.019730.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5647-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.019730 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747426/