„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-11 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.“.
2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
1. დაუშვებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, აგრეთვე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში).
2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის ადგილები (ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობები), სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისა (ტერიტორიული ზონებისა, შენობა-ნაგებობებისა).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6963-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6963-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040170310.05.001.020158.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6963-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.020158 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4912626/