თავი VII — ნებართვის მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემის წესი
ნებართვის გამცემი:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ) (ამოღებულია);
დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012
მთავარი მონაცემები
ვადა10 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (18.07.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები ნებართვის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ) გ(ადაწყვეტილების მიოღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს იმ ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით); დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, ან/და კომერციულ ან/და პირად საიდუმლოებას –, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები— ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 17. ნებართვის გამცემის უფლება–მოვალეობები— ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 19. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები— „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 19. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები— გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ