თავი V — კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. ლიცენზიის გაუქმება
1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.
3. ლიცენზიის გამცემი:
ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას:
ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა;
ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4170 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
[მუხლი 22
. ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1146
- 15.05.2024 კანონი №4170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 222. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო 1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა. 3. ლიცენზიის გამცემი: ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას: ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა; ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. 4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. [მუხლი 22 3 . ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება