„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 24.06.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 91 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 მუხლი:
„მუხლი 222. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო
1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.
3. ლიცენზიის გამცემი:
ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას:
ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა;
ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს.
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4170-XIVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 91. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გ
- მუხლი 222. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2024.
- როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4170-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.102257.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4170-XIVმს-Xმპ, 15.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.102257 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6163037/