1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის
ივლისის
კანონი №3154
–
ვებგვერდი, 30.07.2018