ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობები, მათ შორის:

ა) ლიცენზიის/ნებართვის გაცემისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამის თაობაზე აცნობოს სააგენტოს;

ბ) შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;

გ) მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო/სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;

დ) არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა მან განახორციელოს სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებებ