1. შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.